იზმირში არალეგალები დააკავეს

მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან

433532
იზმირში არალეგალები დააკავეს

იზმირში არალეგალები დააკავეს

თურქეთის ქალაქ იზმირში არალეგალური გზით საბერძნეთის კუნძულებზე გადასვლის მსურველი 62 მიგრანტი დააკავეს. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან. იზმირის ბუჯას რაიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთი სატვირთო ავტომობილი გააჩერეს, რომელზეც 22 სირიელი ლტოლვილი დააკავეს. პოლიციამ ასევე ავტომობილის მძღოლი და მისი თანმხლები ორი პირიც დააკავა. პოლიციამ ასევე იზმირის ქონაქის რაიონში მიკროავტობუსი გააჩერა, რომელშიც ასევე სირიელი 40 ლტოლვილი იმყოფებოდა. პოლიციამ მიკროავტობუსში ასევე ყალბი სამაშველო ჟილეტებიც ამოიღო. დაკავებული მიგრანტები რეგიონის პოლიციის უცხოელთა განყოფილებაში გადაიყვანეს.


საკვანძო სიტყვები: #იზმირი , #არალეგალები , #სირია

მსგავსი ინფორმაციები