სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის აღდგენის გეგმა მზად არის

მისი შინაარსი დავუთოღლუმ ჟურნალისტებს გააცნოთ

423356
სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის აღდგენის გეგმა მზად არის
davutoğlu londra'ya gidiyor
ინგლისში ვიზიტის დროს პრემიერმა დავუთოღლუმ თვითმფრინავში მის თანმხლებ ჟურნალისტებს ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების და რეგიონის ტერორისტებისგან განთავისუფლების შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისადმი მომზადებული “გენერალური გეგმა“ გააცნოთ და აღნიშნა, რომ ამ გეგმის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რათა აღდგენილ იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და რეგიონში ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, ეს კი მათ ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემთ. “სილოპის რაიონში ბოლო ეღება ანტიტერორისტულ ბრძოლას, რადგან, ეს რაიონი ფაქტიურად უკვე განთავისუფლდა პკკ-ას მილიტანებისგან, ამის პარალელურად ვემზადებით გიზრესა და ჰაქქარის დასახლებებისათვის რაიონის სტატუსის მიცემას, რაც დააჩქარებს ამ დასახლებების აღდგენას“, განაცხადა დავუთოღლუმ და ხაზი გაუსვა, რომ ამ ქალაქების აღდგენისას დაიცავენ მათ ისტორიულ ურბანიზაციას და ორიგინალურ არქიტექტურას. პრემიერმა აქვე მადლობა გადაუხადა რეგიონის ქურთ მოსახლეობას, რომლებიც დიდი მუქარების მიუხედავად არა ტერორისტების, არამედ ხელისუფლების გვერდით დადგნენ


მსგავსი ინფორმაციები