თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაციები

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაციები

422917
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაციები

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაციები.

ქალაქ დიარბექირსა და შირნაკში სეპარატისტულმა პკკ-ას წევრებმა პოლიციის ეკიპაჟებზე ბომბიანი და სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, რის შედეგადაც 3 პოლიციელი დაიღუპა, 4 დაიჭრა.

შირნაკის ოლქის იდილის რაიონში სპეცრაზმელების ავტომანქანა გზაზე ჩადებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა და 7 პოლიციელი დაიჭრა, მათ შორის 3 მძიმედ და ისინი საავადმყოფოში მიყვანისას შეჰიდები გახდნენ.

დიარბექირის იენიშეჰირის რაიონში კი ტერორისტებმა რაკეტები ესროლეს პოლიციის ჯავშანტრანსპორტიორს, რასაც რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია.



მსგავსი ინფორმაციები