რუსეთის ელჩი ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთის ელჩი ანკარაში ანდრეი კარლოვი მოსკოვში თურქეთის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

356048
რუსეთის ელჩი ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთიელჩი ანკარაში ანდრეი კარლოვი მოსკოვში თურქეთის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კარლოვს განუცხადეს, რომ შეშფოთებულები არიან მომხდარის გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობითი განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში რუსეთში მდებარე თურქეთის წარმომადგენლობები და ამ ქვეყანაში არსებული თურქული კომპანიები, საპროტესტო აქციების სახელის ქვეშ ფიზიკური თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ. განცხადების მიხედვით, რუსეთში მდებარე თურქეთის ყველა მისია რუსული ორგანოებს დაუკავშირდა და დამატებითი ზომების სასწრაფოდ გატარება მოსთხოვა.

ამავდროულად, რუსეთმა თურქეთში სხვადასხვა მიზეზებით მყოფ მის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება ურჩია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთიდან იუგარგოს სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ჩასული 30-ზე მეტი თურქი ბიზნესმენი ქალაქ კრასნოდარში დააკავეს. საქმოსნების დეპორტაცია თურქეთში ქალაქ სოჭიდან მოხდება.

თურქ საქმოსანთა დელეგაციის პროექტის დირექტორმა იუსუფ ზექი ქირდარმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ტრტ-ს ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი მანამდე ოთხჯერ იყო რუსეთში და ამგვარი მოპყრობის ქვეშ პირველად აღმოჩნდა.

თურქეთის საელჩომ მოსკოვში სოციალური ქსელების საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში რუსეთში მყოფ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა პასპორტი და სხვა დოკუმენტები თან იქონიონ და ვიზების მოქმედების თარიღები შეამოწმონ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები