ერდოღანმა რუსული თვითმფრინავის შესახებ განცხადება გააკეთა

ერდოღანმა რუსული თვითმფრინავის შესახებ განცხადება გააკეთა

393755
ერდოღანმა რუსული თვითმფრინავის შესახებ განცხადება გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ სიტუაციის გართულების კი არა მშვიდობის დამყარება სურთ. ”ყველას მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენულ უფლებებს გაუფრთხილდეს. ამ საკითხში მთელი მსოფლიო ჩვენ გვამართლებს. სწორი არ იქნება ეს სიტუაცია პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით შეფასდეს. მსგავსი მდგომარეობა დღეს, რომ განმეორდეს იგივე ფორმით ვიმოქმედებთ როროც მაშინ”, განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ბრალდებებზე, თითქოს და თურქეთი ნავთობს ტერორგანიზაცია DEAŞ-ისგან ყიდულობს, ისაუბრა და დასძინა, რომ თურქეთი ნავთობს საიდან ყიდულობს ეს ყველასათვის ცნობილია და ის ვინც მსგავს განცხადებას აკეთებს ვალდებულია დაამტკიცოს კიდეც. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ თურქეთის გარდა თითქმის არცერთი ქვეყანა არ ებრძვის სერიოზულად და თურქეთი DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ გააგრძელებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები