თურქეთ ევროკავშირის სამიტი 29 ნოემბერს გაიმართება

განიხილავენ ლტოლვილთა საკითხს

421379
თურქეთ ევროკავშირის სამიტი 29 ნოემბერს გაიმართება



თურქეთ ევროკავშირს შორის ლტოლვილთა კრიზისის განხილვის მიზნით სპეციალური სამიტი 29 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება, რის შესახებაც ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გუშინ საღამოს განაცხადა და მასში მონაწილეობის მიზნით დავუთოღლუც მიიწვია.

ამ უკანასკნელის განცხადებით კი სიამოვნებით იღებს მიწვევას ამ სამიტში, რომელზედაც თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსაც დიდ ყურადღებას დაუთმობენ.

როგორც ცნობილია 12 ნოემბერს მალტაში გაიმართება ევროკავშირის ლიდერთა მორიგი სამიტი, რომელზედაც ასევე ლტოლვილთა კრიზისს და ამ საკითხში თურქეთთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოების საკითხს განიხილავენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები