DEAŞ-ი დიდი ოცეულის სამიტზე ტერაქტს გეგმავდა

DEAŞ-ი დიდი ოცეულის სამიტზე ტერაქტს გეგმავდა

419361
DEAŞ-ი დიდი ოცეულის სამიტზე ტერაქტს გეგმავდა

DEAŞ-ი დიდი ოცეულის სამიტზე ტერაქტს გეგმავდა.

ანკარის რესპუბლიკურმა პროკურატურამ ტერორგანიზაცია DEAŞ-ის მიერ 15-16 ნოემბერს ანტალიაში გამართული დიდი ოცეულის ლიდერების სამიტზე ტერაქტის მოსაწყობად მზადების ციფრული მონაცემები მოიპოვა და უსაფრთხოების სამსახურში განგაში გამოაცხადა.

ანკარის რკინიგზის სადგურთან 10 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტების გამოძიების ფარგლებში დაკავებული ეჭვმიტანილების კომპიუტერებში აღმოჩენილი ციფრული მონაცემების მიხედვით, იგეგმებოდა დიდი ოცეულის ლიდერთა სამიტზე აქციების, ლიდერების სასტუმროებში, ტურისტულ ბაზებსა და ღამის კლუბებში თვითმკვლელური ტერაქტების მოწყობა.

აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ანტალიის უშიშროების სამსახურმა ზოგიერთი პიროვნების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

მოპოვებული ინფორმაციების მიხედვით, ტერორისტების მიზანი 10 ოქტომბერს მოწყობილი ტერაქტით 1 ნოემბრის არჩევნების ჩაშლა გახლდათ.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის „ანთეპის ემირის“ იუნუს დურმაზის კუთვნილ ციფრულ მონაცემებში აღნიშნული იყო, რომ მას სჭირდებოდა ანკარაში, სტამბოლში, იზმირში, ანტალიაში, ადანაში, ისკენდერუნში, მერსინში და აღმოსავლეთ პროვინციებში ტერაქტების მომწყობი, სახლების დამქირავებელი და ამ რეგიონების მცოდნე პირები და იგი ამ წერილს ე.წ. „სირიის ემირს„ სწერდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 ოქტომბრის ტერაქტის დროს მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი პიროვნება გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები