მსოფლიო ლიდერებმა ერთად ივახშმეს

ერდოღანმა ანტალიაში ჩასულ სტუმრებს ვახშამზე უმასპინძლა

417196
მსოფლიო ლიდერებმა ერთად ივახშმეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა G20-ს სამიტის ფარგლებში ანტალიაში ჩასულ მსოფლიო ლიდერებს ვახშამზე უმასპინძლა. პრესისათვის დახურულ ვახშამზე გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო და სხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ. სტუმრებს ვახშმის შემდეგ თურქული ხალხური რეწვის ნიმუშების ნახვის საშუალებაც ჰქონდათ. ვახშამზე პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო მუსიკალური პროგრამა არ იყო გამოყენებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები