AKP-ს გამარჯვებასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები მილიცვებს აგრ

AKP-ს გამარჯვებასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები მილიცვებს აგრძელებენ

411357
AKP-ს გამარჯვებასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები მილიცვებს აგრ

თურქეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანობის და განვითარების პარტიის გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მილოცვებს აგრძელებენ. AKP-ს თავჯდომარეს და პრემიერმინისტრს აჰმედ დავუთოღლუს მისი ინგლისელი კოლეგა დევიდ კამერონი ტელეფონით დაუკავშირდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. დავუთოღლუმ და კამერონმა ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე და ანტალიაში გასამართ G-20-ს სამიტზეც ისაუბრეს. დავუთოღლუმ კამერონს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ინგლისი, როგორც თურქეთის ერთ-ერთი მოკავშირე ქვეყანა, ყოველთვის მზად არის ერთობლივი ნაბიჯების გადასადგმელად.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმაც თურქ ხალხს და მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები