ერდოღანმა სირიის საზღვართან განვითარებული მოვლენები შეაფასა

ერდოღანმა სირიის საზღვართან განვითარებული მოვლენები შეაფასა

400033
ერდოღანმა სირიის საზღვართან განვითარებული მოვლენები შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტი გუშინ ანკარაში საჯარო მოსამსახურეთა პროპკავშირის მიერ ორგანიზებულ ”ხალხის სამსახურში 20 წელი” სახელწოდების საღამოს დაესწრო. ერდოღანმა იქ სიტყვით გამოსვლისას სირიის საზღვართან მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. ”თელ აბიადში ჯერ ტერორორგანიზაცია DAİŞ-ი შედის, შემდეგ იგი გამოდის PYD შედის, ეს ყველაფერი კოლექტიური თამაშია. მაშინ როცა იმ ტერიტორიაზე 95% არაბი და თურქმენი, ხოლო 5% ქურთი ცხოვრობს, ასეთ შემთხვევაში ამჟამად ის ტერიტორია მოსახლეობისგან განთავისუფლებულია. თელ აბიადს რომელიც თურქეთის საზღვართანაა ამჟამად ტერორისტები აკონტროლებენ ეს კი თურქეთისთვის ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს რის გამოც ამ ყველაფერს შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება,” განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა 10 ოქტომბერს ანკარაში განხორციელებული ტერაქტი ასევე კოლექტიურ ქმედებად შეაფასა. მან ასევე 1 ნოემბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ თურქეთის მომავლისთვის აუცილებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები