საუკუნის პროექტი დასრულდა

თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი, სუფთა წყლის პრობლემის, მოსაგვარებლად დაწყებული პროექტი დაასრულა

393329
საუკუნის პროექტი დასრულდა

თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი, სუფთა წყლის პრობლემის, მოსაგვარებლად დაწყებული პროექტი დაასრულა.

„მშვიდობის წყლად“ წოდებული, ხმელთაშუა ზღვაში გაყვანილი მილსადენის, გახსნის ცერემონიას პრეზიდენტი რ. თ,. ერდოღანი და პრემიერი აჰმედ დავუთოღლუ დაესწრებიან.

1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მდინარე ანამურ-დრაგონზე აგებული ალაქოფრუს წყალსაცავიდან წლიურად 75 მილიონი კუბური მეტრი წყალი მიეწოდება ამ მილსადენით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოს. მათგან 38 მილიონი კუბური მეტრი სასმელად, ხოლო 37 მილიონი კუბური მეტრი კი სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში იქნება გამოყენებული. გამოკვლევის თანახმად, ეს წყალი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს წყალზე მოთხოვნილებას 2050 წლამდე დააკმაყოფილებს.

აღნიშნული პროექტისათვის სახელწოდება „მშვიდობის წყალი“-ს წოდების მიზეზი კი გახდა თურქეთისა და ჩკთს-ს მთავრობების გადაწყვტილება, რომლის მიხედვითაც თხოვნის შემთხვევაში ამ წყალს ბერძნულ მხარესაც მიაწვდიან.

სამხრეთ კვიპროსი კი პროექტის გამო ღელავს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყალი მშვიდობის მოლაპარაკებებზე თურქეთს ზურგს გაუმაგრებს და ჩკთს-ს მიერ სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ამ წყლის გამოყენებამ შესაძლოა ბალანსი დაარღვიოს.

ბერძნულ გაზეთ ჰარავგში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბერძენ ფერმერთა გაერთიანება შეშფოთებულია რადგანაც თურქეთიდან ჩკთს-სათვის წყლის მიწოდების პროექტი გუზელიურთსა და მასარიაში განავითარებს მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას და აქ მიწის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

ბერძნულმა გაზეთმა პოლიტისმა კი ამ კუთხით დადებითი მიდგომა გამოამჟღავნა, თუმცა საკითხის პოლიტიკურ მხარეს სხვაგვარი კომენტირება გაუკეთა. გაზეთში ხაზგასმულია, რომ პროექტი „მშვიდობის წყალი“ სამხრეთ კვიპროსის ეროვნული ინტერესებისათვის უარყოფითი მოვლენაა.

თურქეთისათვის კი პრიორიტეტი კუნძულზე პრობლემის მოგვარებაა. ძალიან მნიშვნელოვანია კუნძულამდე წყლის მიყვანა ახლა, როდესაც მშვიდობის მოლაპარაკებები კიდევ უფრო დაჩქარდა.
ოთხი წლის წინ 20 ივლისს მშვიდობისა და თავისუფლების დღეს ჩაეყარა საძირკველი ამ პროექტს, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ აპ პროექტის დასრულებით მთელი კუნძულის წყლის პრობლემა გადაიჭრებაო.

”წყალი სიცოცხლეა და ამიტომ ეს წყალი, რომელიც კვიპროსს უნდა მიეწოდოს, თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მშვიდობის და თავისუფლების სიმბოლო უნდა იყოს“- განაცხადა ერდორანმა.

აღნიშნული პროექტი ოთხ წელიწადში დასრულდა. თურქეთიდან კვიპროსში მილსადენებით წყლის გადაყვანის პროექტს საძირკველი 2011 წელს რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრემიერმინისტრობის პერიოდში ჩაეყარა. აღნიშნული პროექტი მსოფლიოში პირველია, რომლის მეშვეობითაც 107 კილომეტრიანი მისადენით კუნძულზე წყალი გადაიყვანეს. პროექტის ღირებულებამ კი 1,6 მილიარდი ლირა შეადგინა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები