გერმანიის პარლამენტმა მერკელის თურქეთში ვიზიტი განიხილა

მერკელი თურქეთში 18 ოქტომბერს ჩავა

354652
გერმანიის პარლამენტმა მერკელის თურქეთში ვიზიტი განიხილა

გერმანიის ფედერალურმა ასამბლეამ კანცლერ ანგელა მერკელის 18 ოქტომბრის თურქეთის ვიზიტი განიხილა. პარლამენტში სიტყვით გამოსულმა ანგელა მერკერმა მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან გასატარებელ პოლიტიკაზე ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ მიგრანტები ევროპის ქვეყნებში უმეტეს წილად თურქეთის გავლით შედიან და მათ შესაჩერებლად საჭიროა თურქეთს მეტი დახმარება გაეწიოს. მერკელმა ასევე ანკარაში მომხდარი ტერაქტი კიდევ ერთხელ დაგმო და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. ხოლო პარლამენტარებმა თურქეთ-გერმანიის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათაც ასევე 10 ოქტომბერს ანკარაში მომხდარი ტერორისული აქტის გამო მწუხარება გამოთქვეს და აღნიშნეს რომ ტერაქტი თურქეთის დემოკრატიის მიმართ იქნა განხორციელებული. პარლამენტის სხდომაზე მმართველი ქრისტიანული კავშირის და სოციალ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა მერკელის თურქეთის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ქრისტიანული კავშირის პარტიიდან ანდრეს ნიჩკმა განაცხადა, რომ თურქეთი გერმანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები