ერდოღანი მოსკოვს ჩავიდა

ეს ვიზიტი ერთ დღიანია

353165
ერდოღანი მოსკოვს ჩავიდა



თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ერდოღანი დღეს 1 დღიანი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა მოსკოვს, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და რუსეთის ერთ ერთი უდიდესი მეჩეთის, “ულუ ჯამის“ გახსნის ცერემონიაში, რომლის მშენებლობაში 4,6 მილიონი დოლარი დაიხარჯა და აქ ერთდროულად ნამაზის შესრულება შეეძლება 10 ათას მლოცველს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ერდოღანი პალესტინის სახელმწიფო ლიდერ მაჰმუდ აბბასის შეხვდება და განიხილავენ პალესტინაში შექმნილ მდგომარეობას.

ამის შემდეგ თურქ პრეზიდენტს კრემლის სასახლეში მიღებას მოუწყობს თავისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზეც გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის სირიის პრობლემაზე, რომლის საკითხშიც მოსკოვსა და ანკარას შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები