ერდოღანი იტალიის პრემიერს ესაუბრა

განიხილეს ანტიტერორისტული ბრძოლის საკითხები

348667
ერდოღანი იტალიის პრემიერს ესაუბრა


თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ასევე იტალიის პრემიერ მატტეო რენზისთან და მას დეტალური ინფორმაციები მისცა ქურთ ტერორისტებზე წარმოებული საჰაერო თავდასხმებისა და სახმელეთო ოპერაციების შესახებ.

ერდოღანის თქმით ანკარა DEAŞ-ის, PKK-ს და DHKP-ს სახელწოდების ტერ ორგანიზაციების მიმართ ანტიტერორისტულ ბრძოლას საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში ახორციელებს. მანვე ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო დაადანაშაულა ქურთი ტერორისტებისადმი მორალურ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაში.

იტალიის პრემიერმა მკაცრად დაგმო ქურთი ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერაქტები და თურქეთს სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების გამო.

ერდოღანმა და რენზიმ სირიელი ლტოლვილების ევროპაში განთავსების საკითხებიც განიხილეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები