თურქეთში ისევ საარჩევნო პროცესი იწყება

თურქეთში ისევ საარჩევნო პროცესი იწყება

326447
თურქეთში ისევ საარჩევნო პროცესი იწყება

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივნისა და პრემიერმინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან კოალიციური მთავრობის თაობაზე კონსულტაციები პარტნიორობის შესაქმნელი საფუძველის ვერ მონახვის გამო დასრულდა.

დავუთოღლუმ რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალურ მდივან ქემალ ქილიჩდაროღლუსთან მთავრობის შექმნის ფარგლებში ჩატარებული დღევანდელი მესამე შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გამჭვირვალე და პრინციპული მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა. მისივე თქმით, რესპუბლიკურ სახალხო პარტიას „ვადიანი რეფორმების მთავრობის“ წინადადება შესთავაზეს და მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და განათლების სფეროს თაოსნობით აზრთა დიდი სხვადასხვაობა არსებობს.

პრემიერმინისტრის განცხადებით, შეიძლება თქვან, რომ ერთადერთი შესაძლებლობა დარჩა ისევ მიმართონ ხალხის ნებას.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისის საპარალამენტო არჩევნებზე ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო მთავრობის შექმნისათვის საჭირო ხმების რაოდენობა და 9 ივლისს პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პრემიერ დავუთოღლუს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები