ერდოღანი იორდანიის მეფეს და იტალიის პრემიერს ელაპარაკა

“სირიაში ქაოსის მიზეზი ესადის რეჟიმია“

306661
ერდოღანი იორდანიის მეფეს და იტალიის პრემიერს ელაპარაკა


პრეზიდენტი ერდოღანი სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებზე თურქული ბომბდამშენების მხრიდან განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შესახებ აგრძელებს ინფორმაციების მიწოდებას უცხოეთის ლიდერებისათვის.

პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ერდოღანი გუშინ საღამოს ჩინეთში გამგზავრებამდის იორდანიის მეფე აბდულლაჰს და იტალიის პრემიერმინისტრ მატტეო რენზის ტელეფონით დაუკავშირდა და დეტალური ინფორმაციები მისცათ ამ თავდასხმების მოტივებისა და მათი შედეგების შესახებ და აღნიშნა, რომ ანკარა ბოლომდის კატეგორიულია ანტიტერორისტულ ბრძოლაში, რადგან, სირიაში და ერაყში არსებული ქაოსები უსაფრთხოების დიდ რისკებს შეიცავენ თურქეთისათვისაც და სხვა მეზობელი ქვეყნებისთვისაც.

“სანამ სირიაში ესადი რჩება ხელისუფლებაში, ვგონებ მანამდის გაგრძელდება ამ ქვეყანაში ქაოსი და ძალადობები“, განაცხადა ერდოღანმა.

ორივე უცხოელმა ლიდერმა მიუსამძიმრა ერდოღანს ტერაქტით დაღუპული თურქი მოქალაქეების გამო და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს ანტიტერორისტულ ბრძოლაში, აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები