ერდოღანის განცხადება ტერორიზმთან დაკავშირებით

ერდოღანის განცხადება ტერორიზმთან დაკავშირებით

384306
ერდოღანის განცხადება ტერორიზმთან დაკავშირებით

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ შანლიურფაში პოლიციელებზე და სურუჩში სამოქალაქო პირებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შესახებ წერილობითი განცხადება გააკეთა და ორივე მოვლენა მკაცრად დაგმო. ”ტერორორგანიზაცია PKK-ს ამოფარებული ზოგიერთი პირები სამწუხაროდ მომხდარის დაგმობასაც კი ვერ ახერხებენ, რაც მართლაც და სამარცხვინო მდგომარეობაა”, ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმს არც ერი და არც რწმენა არ გააჩნია, ამიტომ თურქეთის სახელმწიფო ბოლო დღებში მომხდარი ტერაქტების დამნაშავეების გამოსავლენად და მკაცრად დასასჯელად ყველაფერს გააკეთებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები