დღეს კოალიციის მოლაპარაკებები იწყება

დღეს კოალიციის მოლაპარაკებები იწყება

379476
დღეს კოალიციის მოლაპარაკებები იწყება

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ სტამბოლში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის იფთარს დაესწრო. დავუთოღლუმ სიტყვით გამოსვლისას მოსალოდნელ კოალიციის მთავრობის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად დღეს პარლამენტში მოხვედრილ პარტიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს და მას სურს, რომ დროზე მოხდეს კოალიციის ჩამოყალიბება. ”თურქეთის მეზობელი რეგიონები ცეცხლში არიან გახვეულნი და მშვიდობა თუ რას ნიშნავს, ეს ყველაზე მეტად ჩვენ ვიცით, ამიტომაც ახლა თუ სწორ და საჭირო ნაბიჯს არ გადავდგამთ, მაშინ, ამან ჩვენ ერთი წელი კი არა, შეიძლება ერთი საუკუნე დაგვაკარგინოს”, განაცხადა დავუთოღლუმ და დასძინა, რომ კოალიციის მთავრობის დროულად ჩამოყალიბება აუცილებელია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები