გუშინ მინისტრთა საბჭოს სხდომა გაიმართა

განიხილეს კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესი

305205
გუშინ მინისტრთა საბჭოს სხდომა გაიმართა


7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანკარაში გუშინ მინისტრთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მთავრობის პრეს წარმომადგენელმა და ვიცე პრემიერმა ბულენდ არინჩმა პრეს კონფერენცია მოაწყო და მასზე შეეხო რა კოალიციური მთავრობის შექმნის მიზნით წარმართულ მცდელობებს, თქვა, რომ ყველას სურს ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას.

მისივე ცნობით ყველაზე მეტად ახალი კოალიციური მთავრობის შექმნაში აქტიურობენ საქმიანი წრეების წარმომადგენლები და მის ფარგლებში ამ დღეებში თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის, TÜSİAD-ის და დამოუკიდებელ მრეწველთა და საქმოსანთა ფედერაციის, MÜSİAD-ის წარმომადგენლები პარლამენტში შესული პარტიების ლიდერებს შეხვდებიან და მათ ახალი მთავრობის შექმნის პროცესის დაჩქარებას მოსთხოვენ, რათა დაგვიანებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები