რა საკითხებზე ისაუბრეს ერდოღანმა და პუტინმა

რა საკითხებზე ისაუბრეს ერდოღანმა და პუტინმა

303718
რა საკითხებზე ისაუბრეს ერდოღანმა და პუტინმა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას აზერბაიჯანში პუტინთან გამართული შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. ერდოღანის განცხადებით აღნიშნულ შეხვედრაზე ძირითადად თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და გარკვეულ წილად 1915 წლის მოვლენებზეც ისაუბრეს. მისივე განცხადებით ამ შეხვედრაზე სირიის საკითხიც იქნა განხილული და მათ სირიასთან დაკავშირებით თარიღი განსაზღვრეს. ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთ-სირიის საზღვართან აშშ-ს მეთაურობით შექმნილი კოალიიცის მიერ განხორციელებულ ოპერაციებსაც შეეხო და განაცხადა რომ განსაკუთრებით თელ აბიადის რეგიონში განხორციელებულ ოპერაციებში ძირითად სამიზნედ არაბები და თურქმენები არიან, რის გამოც 15 ათასამდე არაბმა და თურქმენმა თურქეთს შეაფარა თავი. მან ასევე განაცხადა რომ ამ მოვლენებს კარგი დასასრული არ მოჰყვბა რადგან არაბების და თურქმენებისგან დაცარიელებულ ტერიტორიებზე ტერორორგანიზაცია PYD-ს და PKK-ს მილიტანები სახლდებიან ეს კი თურქეთისთვის ერთგვარ საშიშროებას წარმოადგენს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები