ამერიკა დადებითად აფასებს ანკარის მცდელობებს
“თურქეთი მარტო უმკლავდება 2 მილიონ ლტოლვილს“
302063
გერმანიაში ჩატარებულ დიდ შვიდიანთა სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ერაყში და სირიაში უცხოელ მებრძოლთა დენადობის აღკვეთის მიზნით საჭიროა უფრო მეტის გაკეთება და ამ საქმეში კრიტიკული როლის შესრულება შეუძლია თურქეთს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენლის ჯეფ რატკეს თქმით კი ყველაზე მეტმა ლტოლვილმა სირიიდან და ერაყიდან თურქეთს შეაფარეს თავი და ამიტომ ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარებაც თურქეთმა გაიღო, რომელიც მარტოდ მარტო უმკლავდება 2 მილიონზე მეტი ლტოლვილის დაბანაკებასაც და გამოკვებასაც.
მისივე თქმით ანკარასთან წინსვლას მიაღწიეს უცხოელი მებრძოლების დენადობის შეჩერებისა და კოალიციის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის გაზრდის საკითხშებიც, თუმცა საჭიროა ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაფართოება