დავუთოღლუს განცხადებით შერიგების პროცესი გაგრძელდება

295382
დავუთოღლუს განცხადებით შერიგების პროცესი გაგრძელდება

პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის და საპრეზიდენტო სისტემის შესახებ სამუშაოები 7 ივნისს გასამართი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაგრძელდება. პრემიერმინისტრმა გუშინ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის TRT-ს სპეციალურ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. ”ეს ქვეყანა ყველასია” განაცხადა დავუთოღლუმ და შერიგების პროცესზე გაამახვილა ყურადღება. მისივე განცხადებით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ახალი მთავრობით ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვას და პირველ რიგში ახალი კონსტიტუციის შემდეგ კი შერიგების პროცესის და სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც თურქეთს აწუხებს, მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები