ერდოღანი: "თურქეთს გადაწყვეტილი აქვს ბოსნია და ჰერცეგოვინას ყველ

თურქეთს გადაწყვეტილი აქვს ბოსნია და ჰერცეგოვინას ყველა სფეროში მუდმივად გაუწიოს მხარდაჭერა

282622
ერდოღანი: "თურქეთს გადაწყვეტილი აქვს ბოსნია და ჰერცეგოვინას ყველ

ერდოღანი: "თურქეთს გადაწყვეტილი აქვს ბოსნია და ჰერცეგოვინას ყველა სფეროში მუდმივად გაუწიოს მხარდაჭერა".

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ბოსნია და ჰერცეგოვინაში მცირე და საშუალო მეწარმეთა დასახმარებლად თურქეთის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი ევროს კრედიტის მეორე ნაწილის პრეზენტაციისა და პირველი 50 პროექტის ხელმოწერის ცერემონიაში მიღო მონაწილეობა.

ერდოღანის განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინაში სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდას მოიტანს და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ჯგუფა ერთობითა და თანადგომით საერთო მომავლისათვის მცდელობას გამოიჩენს. 

ბოსნია და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ მლადენ ივანიჩმა კი თურქეთს სთხოვა ბოსნია და ჰერცეგოვინის ეკონომიკის მხარდაჭერა მომავალშიც გააგრძელოს. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები