ერდოღანმა და დავუთოღლუმ დაგმეს კაიროს ქმედება

მურსისათვის სიკვდილის განაჩენის გამოტანა უსამართლოა

278718
ერდოღანმა და დავუთოღლუმ დაგმეს კაიროს ქმედება


პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქალაქ კაისერიში გამართულ საარჩევნო მიტინგზე და შეფასება მისცა რა ეგვიპტის სასამართლოს მიერ სამხედრო გადატრიალების შედეგად დამხობილი ექსპრეზიდენტის მუჰამედ მურსისათვის სიკვდილის განაჩენის გამოტანას, თქვა რომ ეს არის მეტად უსამართლო განაჩენი და ამით მძიმე დარტყმა მიეყენა ხალხის ნებას და დემოკრატიას.

მანვე მკაცრად დაგმო დასავლეთი, რადგან მან არ დაგმო ხალხის მხრიდან არჩეული ექსპრეზიდენტისათვის სიკვდილის განაჩენის გამოტანა.

“აქედან მე მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რატომ არ იღებთ ხმას და რატომ ხუჭავთ თვალს სისის ძალმომრეობაზე და უსამართლობაზე? რატომ არ იღებთ სანქციებს მის წინააღმდეგ?“, ხაზი გაუსვა ერდოღანმა.

მურსისათვის სიკვდილის განაჩენის გამოტანა მკაცრად დაგმო პრემიერმა დავუთოღლუმაც და სიკვდილის განაჩენის გამომტანებს თანამედროვე ფარაონები უწოდათ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები