არჩევნები პოლონეთში

მეორე ტური 24 მაისს გაიმართება

269509
არჩევნები პოლონეთში

გუშინ პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციური პარტია ”უფლება და სამართლიანობის” ლიდერმა ანჯი დუდამ გაიმარჯვა.

პოლონეთში ოფიციალური მონაცემებით 30,8 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. წინასწარი მონაცემებით დუდამ ხმების 34,8% მიიღო.
ეგზიპოლის თანახმად არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ ხმების 32,2% მიიღო.

იმის გამო, რომ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50% ვერ მიიღო, არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტური კი 24 მაისს გაიმართება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები