დავუთოღლუ ელ-აბადის ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხები

276822
დავუთოღლუ ელ-აბადის ტელეფონით ესაუბრა


თურქეთის პრემიერის პრეს სამსახურის ცნობით დავუთოღლუს სატელეფონო შეხვედრა ჰქონდა თავის ერაყელ კოლეგა ჰაიდარ ელ-აბადისთან და ძირითადი ყურადღება დაუთმეს ორმხრივ ურთიერთობებს და ერაყში უსაფრთხოების მდგომარეობას.

თურქმა პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერაყის ტერიტორიული მთლიანობისადმი და ანტიტერორისტულ ბრძოლაში აქტიური თანამშრომლობისადმი.

მხარეებმა ერთსულოვნება გამოხატეს ისლამური სახელმწიფოსგან განთავისუფლებულ ერაყის ტერიტორიებზე უკან დაბრუნებული დევნილების უსაფრთხოების დაცვისა და მათი ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის საკითხში.

ელ-აბადიმ ანკარას მადლობა გამოუცხადა ყველანაირი მხარდაჭერის გამო, ხაზს უსვამს თურქეთის პრემიერის პრეს სამსახური


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები