ფეთხულლაჰ გულენის და ემრე უსლუს დაპატიმრება

მათ ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა და სხვა ბრალდებები ედებათ

231159
ფეთხულლაჰ გულენის და ემრე უსლუს დაპატიმრება

სამართალ დამცავ ორგანოში ”პარალელური სტრუქტურის” სახელით ცნობილი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეჭვმიტანილ ფეთხულლაჰ გულენის და ემრე უსლუს მიმართ დაკავების დადგენილება იქნა გამოტანილი.

სტამბოლის მთავარი პროკურორის ირფან ფიდანის მიერ ფეთხულლაჰ გულენის და ემრე უსლუს დაკავების შესახებ დადგენილებაში წერია; ეჭვმიტანილებს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა და მართვა, თურქეთის მთავრობის გადატრიალება და სახელმწიფოს საიდუმლო ინფორმაციების ჯაშუშობის მიზნით მიტაცების ბრალდებები წაუყენეს.

სტამბოლის მე-3 მაგისტრის სასამართლომაც დადგენილება გამოიტანა ხსენებული ეჭვმიტანილების დაკავების თაობაზე.
გამოძიებას პრეზიდენტ ერდოღანის და პრემიერ დავუთოღლუს ჩათვლით 101 ადამიანის უკანონო მოსმენაც აინტერესებს.

გულენის შესახებ ადრეც, ერთ-ერთ სარჩელის ფარგლებში, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერობისთვის დაკავების დადგენილება იყო გამოტანილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები