პრემიერი აჰმედ დავუთოღლი, გუშინ, ბერლინში გადავიდა

მთავრობის სასახლეში, გერმანიის პრემიერმა ანგელა მერქელმა ოფიციალური შეხვედრა მოუწყო

182480
პრემიერი აჰმედ დავუთოღლი, გუშინ, ბერლინში გადავიდა

პრემიერი აჰმედ დავუთოღლი, საფრანგეთში, ტერორის წინააღმდეგ ჩატარებული რესპუბლიკის მსვლელობაში მონაწილეობის შემდეგ, გუშინ, ბერლინში გადავიდა. დილის საათებში, საუზმეზე შეხვდა გერმანიაში მოქმედი თურქული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
შემდეგ გადავიდა მთავრობის სასახლეში, სადაც გერმანიის პრემიერმა ანგელა მერქელმა ოფიციალური შეხვედრა მოუწყო.
საქმიანი სადილის შემდეგ, ორი პრემიერის მხრიდან ჩატარდა ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
დავუთოღლი, ქორბერის ფონდში თურქეთის საგარეო პოლიტიკის თემაზე ჩაატარებს კონფერენციას და შეხვდება გერმანიაში მცხოვრებ თურქულ სათვისტომოს.
პრემიერ-მინისტრის შეხვედრების დღის წესრიგი იქნება; თურქეთ-გერმანიის, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, ერაყსა და სირიაში განვითარებული მოვლენები, ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა, გერმანიის ჩათვლით ევროპაში მომძლავრებული ქსენოფობიისა და ისლამოფობიის მსგავსი კრიტიკული საკითხები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები