იბრაჰიმ კალინი: „მარდოკის შეფასებები სულელურია"

პრეზიდენტის კანცელარიის წარმომადგენელმა, იბრაიმ კალინმა მარდოკის შეფასებას სულელური უწოდა

181101
იბრაჰიმ კალინი: „მარდოკის შეფასებები სულელურია"

იბრაჰიმ კალინი: „მარდოკის შეფასებები სულელურია“

საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მსოფლიოში ცნობილი მედია მაგნატის რუპერტ მარდოკის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გაზიარებულმა გზავნილმა „თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ყველა მუსლიმს უნდა დაეკისროს“ მწვავე რეაქციები გამოიწვია.

ამ გზავნილს გამოეხმაურა ასევე პრეზიდენტის კანცელარიის წარმომადგენელი იბრაიმ კალინიც, რომელმაც მარდოკის შეფასებას სულელური უწოდა.

კალინი აღნიშნავს: „საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებზე 1 მილიარდ 600 მილიონ მუსლიმზე პასუხისმგებლობის დაკისრება, მეორე მსოფლიო ომზე, ჰოლოკოსტზე და ხიროსიმაზე ყველა დასავლელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მსგავსი სულელური და რასისტული ლოგიკაა“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები