თურქეთი მიზნად ისახავს სამხედრო თვითმფრინავის წარმოებას

თუ არ გექნებათ თავდაცვის ინდუსტრია, სრულ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია

149173
თურქეთი  მიზნად ისახავს სამხედრო თვითმფრინავის წარმოებას

თურქეთი, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს თავდაცვის სფეროში, 2023 წლისთვის მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით აწარმოოს შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო, პირველადი მოთხოვნილების აღჭურვილობა.
ამ კონტექსტში ეროვნული ტანკის, გემის, ვერტმფრენის, სასწავლო თვითმფრინავის, რაკეტის და საბრძოლო იარაღის მწარმოებელი თურქეთი, ახლა ითვალისწინებს სამხედრო თვითმფრინავის წარმოებასაც.
ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა, გუშინ, ანადოლუს სააგენტოს (AA) კორესპონდენტისთვის გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნა, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ თავდაცვის სფეროში ინვესტიციების დაბანდებას. ამ მიზნით უფრო ძლიერდება თურქეთის არმია, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი 10 არმიის რიგებშია. ამჟამდ ხდება თურქეთის შეიარაღებული ძალების მოთხოვნილების 55 %-ის უზრუნველყოფა.
მიზნად ისახავენ 2023 წლისთვის მთლიანი პირველადი მოთხოვნილების უზრუნველყოფას. ისეთი არმიის მომზადებას, რომელსაც შეეძლება
ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. ამ მიზნით საჭიროებენ სამხედრო თვითმფრინავს. თუ არ გექნებათ თავდაცვის ინდუსტრია, სრულ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც განაგრძობენ თავდაცვის მრეწველობისთვის ინვესტიციების დაბანდებას-განაცხადა ისმეთ ილმაზმა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები