ყირიმელ თათართა ლიდერმა ანკარაში შეხვედრები გამართა

ყირიმელ თათართა ლიდერი მუსტაფა აბდულჯემილ ქირიმოღლუ გუშინ ვიზიტით ანკარაში იმყოფებოდა

205960
ყირიმელ თათართა ლიდერმა ანკარაში შეხვედრები გამართა


უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და ყირიმელ თათართა ლიდერი მუსტაფა აბდულჯემილ ქირიმოღლუ გუშინ ვიზიტით ანკარაში იმყოფებოდა.

ქირიმოღლუსთან პრესისათვის დახურული თითქმის ერთ საათიანი შეხვედრა გამართა პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ, რის შემდეგაც ყირიმელ თათართა ლიდერი ჩანკაიას რეზიდენციაში პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მიიღო.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ და პრეზიდენტის კანცელარიის გენერალური მდივნის მოადგილე იბრაიმ ქალინი.

ორივე შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინაში ყირიმელ თათართა მდგომარეობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები