ჯო ბაიდენი მაროკოსა და უკრაინის შემდეგ თურქეთში ჩამოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი მაროკოსა და უკრაინის შემდეგ თურქეთში ჩამოვა

198336
ჯო ბაიდენი მაროკოსა და უკრაინის შემდეგ თურქეთში ჩამოვა


ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი მაროკოსა და უკრაინის შემდეგ თურქეთში ჩამოვა. ბაიდენის დღის წესრიგის თემები ISIS-ი და რეგიონი იქნება.

ჯო ბაიდენი 21 ნოემბერს სტამბოლში ჩავა, მანამდე კი საქმიან ვახშამზე შეხვდება პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს. ამერიკის ვიცეპრეზიდენტი 22 ნოემბერს პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს შეხვდება.

ბაიდენის ერდოღანთან და დავუთოღლუსთან შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის ერაყსა და სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, თურქეთის საზღვართან არსებული ჰუმანიტარული კრიზისი, ISIS-ში უცხოელი მებრძოლების გაწევრიანების აღკვეთა, კვიპროსში შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერა და სხვა რეგიონალური საკითხები.

ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვა სტამბოლში გასამართ ენერგო და ეკონომიკურ სამიტებზე, რის შემდეგაც 115 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი სტამბოლში ასევე შეხვედრას გამართავს ფენერის ბერძენთა პატრიარქ ბართლომეოსთან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები