პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანსა და მაროკოს მეფეს შორის სატელეფონო საუბ

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი მაროკოს მეფეს ტელეფონით პალესტინის საკითხზე ესაუბრა.

193966
პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანსა და მაროკოს მეფეს შორის სატელეფონო საუბ

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი მაროკოს მეფეს ტელეფონით პალესტინის საკითხზე ესაუბრა.

საუბარი შეეხო ბოლო კვირეებში ისრაელის მხრიდან ჰარემი შერიფსა და აქსას მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმებს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ ფაქტებს, რომელმაც ისლამური სამყარო აღაშფოთა, თურქეთი მკაცრად გმობს. ამასთანავე მან მაროკოს მეფეს, მუჰამედ მეექვსეს, მადლობა გადაუხადა რაბათში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის იერუსალიმის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მაროკოს მიერ მასპინძლობის გამო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ერდოღანმა და მაროკოს მეფემ ყურადღება გაამახვილეს ისრაელის ბოლო ქმედებების მიმართ ისლამური სამყაროს ერთობლივი პოზიციის გამოხატვის მნიშვნელობაზე და განაცხადეს, რომ მომხდარით შეშფოთებულები არიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები