დაღუპულია სამი სამხედრო

იუქსექოვაში გუშინ დაუდგენელმა პირებმა სამხედროებზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი მათგანი დაიღუპა

171227
დაღუპულია სამი სამხედრო


ჰაქქარის რაიონ იუქსექოვაში გუშინ დაუდგენელმა პირებმა სამხედროებზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი მათგანი დაიღუპა.

თავდამსხმელთა დასაკავებლად რეგიონში ფართო მასშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ვერაგული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამხედროების გამო სამძიმარი გამოუცხადა გაერთიანებული შტაბის მეთაურს ნეჯდეთ ოზელს. გაერთიანებული შტაბის მეთაურს სამძიმარი გამოუცხად ასევე თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ჯემილ ჩიჩექმა.

სახალხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ქემალ ქილიჩდაროღლუმ ჰაქქარიში სამი სამხედოს დაღუპვის გამო სამძიმრის წერილი ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები