თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

თურქეთმა კმაყოფილება გამოთქვა ერაყის მთავრობის მიერ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოსტებზე კანდიდატურების დანიშვნის გამო

163600
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

თურქეთმა კმაყოფილება გამოთქვა ერაყის მთავრობის მიერ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ასევე სხვა მინისტრთა თავისუფალ პოსტებზე კანდიდატურების დანიშვნის გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყის პრემიერმინისტრის ჰაიდარ ალ იბადის თავმჯდომარეობით შექმნილ მთავრობაში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების, ასევე სხვა მინისტრთა თავისუფალ პოსტებზე კანდიდატურები 18 ოქტომბერს დაინიშნა, რის გამოც დიდ კმაყოფილებას გამოხატავენ. აქვე აღნიშნულია, რომ ეს დანიშვნები გაუადვილებს ახალ მთავრობას ერაყში ტერორგანიზაცია ISIS-ს თავდასხმებით გამოწვეული საფრთხის დაძლევისა და ამასთანავე ამ საფრთხის წარმოქმნის პირობების გამოსწორებისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას .

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ტერორისა და უსაფრთხოების საფრთხესთან ბრძოლაში თურქეთიერაყის მთავრობისა და ხალხის გვერდით იქნება“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები