თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მეხუთე საკანონმდებლო წელი დაიწყო

თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში 24-ე მოწვევის მეხუთე საკანონმდებლო წელი დაიწყო

147477
თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მეხუთე საკანონმდებლო წელი დაიწყო

თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში 24-ე მოწვევის მეხუთე საკანონმდებლო წელი დაიწყო.

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ახალი საკანონმდებლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე დეპუტატებს სიტყვით პირველად მიმართა და განაცხადა, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენების მიმართ გულგრილნი ვერ დარჩებიან და თურქული შეიარაღებული ძალებისათვის საზღვრის მიღმა ოპერაციის ჩატარების უფლებამოსილების მიმცემი რეზოლუცია პარლამენტში ამ გაგებით იქნება განხილული.

მიღებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი.

ერაყისა და სირიის რეზოლუცია თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში დღეს იქნება განხილული. რეზოლუციის ვადა ერთი წელი იქნება.
ასევე ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების პოზიცია. რეზოლუციას ეროვნული მოძრაობის პარტია თანხმობას გამოუცხადებს, ხოლო სახალხო რესპუბლიკური პარტია და ხალხთა დემოკრატიული პარტია კი მას მხარს არ დაუჭერენ.

სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ მათ სამხედროების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა არ სურთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები