ანკარას ამერიკელები და ინგლისელებიც უსმენდნენ

ეს იდეა შპიგელმა გაახმაურა

110844
ანკარას ამერიკელები და ინგლისელებიც უსმენდნენ



როგორც ცნობილია გერმანულმა საკვირაო ჟურნალმა შპიგელმა რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციებში ბერლინი დაადანაშაულა თურქი მაღალჩინოსნების ფარულ მოსმენებში და ახლა ამავე ჟურნალმა კიდევ ერთი ახალი იდეა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც გერმანიის გარდა ანკარას თურმე აშშ და ინგლისიც უსმენდა, ხოლო ამის პარალელურად ისმინებოდა თურქეთის ზოგიერთ ქვეყნებში არსებული საელჩოებიც.

შპიგელი აღნიშნავს, რომ თურქი ლიდერები და მაღალჩინოსნები ანკარასა და სტამბოლში შექმნილი ფარული ობიექტების და მექანიზმების მეშვეობით ისმინებოდნენ, ხოლო ამის დასტურად გერმანული ჟურნალი აქვე ამერიკის ყოფილი აგენტის და ამჟამად ძებნაში მყოფი ედუარდ სნოუდენის ხელთა არსებულ თურქეთის შესახებ კონფიდენციალურ დოკუმენტებს აქვეყნებს.

მოკლედ, შპიგელის აზრით ამერიკა თურქეთის საშუალებით რუსეთს, უკრაინას, საქართველოს და ბოლო წლებში სირიასაც უსმენდა ფარულად


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები