ბოლო მინისტრთა საბჭო სპეციალური დღის წესრიგით შეიკრიბა

103520
ბოლო მინისტრთა საბჭო სპეციალური დღის წესრიგით შეიკრიბა


61-ე მთავრობის ბოლო მინისტრთა საბჭო პრემიერ რ. თ. ერდოღანთან დამშვიდობების მიზნით სპეციალური დღის წესრიგით შეიკრიბა.

ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბულენთ არინჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურ გაზეთში საჭიროა 28 აგვისტოს, პრემიერმინისტრ ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ, მოვალეობის შესრულების დაწყებისას გამოქვეყნდეს.

არინჩმა ასევე დასძინა, რომ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ჯემილ ჩიჩექმა 28 აგვისტოს პარლამენტი ფიცის დადების ცერემონიასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომაზე გამოიძახა, მანამდე ერდოღანს ოფიციალური დოკუმენტი გადაეცემა და დიდი ალბათობით უმაღლესი საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს ამავე დღეს გამოაცხადებს. მისივე თქმით, ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში მოვალეობის გადაბარების ღონისძიება გაიმართება.

ბულენთ არინჩმა ასევე დასძინა, რომ აჰმედ დავუთოღლუს პარტიის გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ, ღონისძიების დღის ბოლოს ან 29 აგვისტოს პრეზიდენტი ერდოღანი რიგით 62-ე მთავრობის შექმნას დაავალებს.

არინჩის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ტერორიზმის აღმოფხვრისათვის მიმდინარე სამუშაოები და დაამატა, რომ ამ საკითხზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სექტემბერში აამოქმედებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები