უმაღლესი სამხედრო საბჭოს 3 დღიანი შეკრება დასრულდა

დადგენილებები დასამტკიცებლად გადაეგზავნა პრეზიდენტს

81039
უმაღლესი სამხედრო საბჭოს 3 დღიანი შეკრება დასრულდა



სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანკარაში პრემიერ ერდოღანის თავჯდომარეობით უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა, რომელმაც მუშაობა გუშინ დაასრულა და მასზე მიღებული დადგენილებები დასამტკიცებლად წარედგინა ქვეყნის პრეზიდენტს.

ხსენებული დადგენილებებით მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან ჩინი და წოდება მოემატა 51 პოლკოვნიკს და გენერლები გახდნენ, ხოლო 37 გენერალი და ადმირალი დააწინაურეს. გარდა ამისა 41 გენერალი და ადმირალი უშტატობის გამო და კიდევ 2 გენერალი წლოვანების გამო თადარიგში გაუშვეს.

ჟანდარმერიის გენერალური სარდალი გახდა არმიის გენერალი აბდულლაჰ ათაი, ხოლო პირველი არმიის სარდლად დაინიშნა ასევე არმიის გენერალი სალიჰ ზექი ჩოლაქი.

დადგენილებები ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები