ხმის მიცემის პროცესი საზღვარგარეთ დასრულდა

ვინც ვერ მოახერხა მონაწილეობა ხმის მიცემა შეეძლება საბაჟოებში 10 აგვისტომდე

78990
ხმის მიცემის პროცესი საზღვარგარეთ დასრულდა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხმის მიცემის პროცესი საზღვარგარეთ დასრულდა.
საარჩევნო ყუთებს მიადგნენ ხმის მიცემის დასასრულ დღეს გერმანიაში მცხოვრები თურქი მოქალაქეები, რომლებმაც მათთვის მიცემული ამ პირველი შესაძლებლობით სიამაყე გამოთქვეს.
ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, კონვერტები ჩადებულ იქნა ტომრებში და დალუქულ მდგომარეობაში დიპლომატიური კურიერის მეშვეობით გაიგზავნა თურქეთში, სადაც მოხდება მათი დათვლა.
ხმების მიცემის პროცესი დასრულდა უზბეკეთსა და იორდანიაშიც. ამ უკანასკნელ სახელმწიფოში სულ 660 ამომრჩეველია.
მათ ვინც ვერ მოახერხა არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ ხმის მიცემა საბაჟოებში 10 აგვისტომდე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები