მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა ერდოღანის თავჯდომარეობით

დღის წესრიგის აქტუალური საკითხი ისრაელის ღაზაზე თავდასხმა იყო

66837
მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა ერდოღანის თავჯდომარეობით

მინისტრთა კაბინეტი გუშინ შეიკრიბა პრემიერ მინისტრის ერდოღანის თავჯდომარეობით და გაგრძელდა დაახლოებით 4 საათი. დღის წესრიგის აქტუალური საკითხი ისრაელის ღაზაზე თავდასხმა იყო.
ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთმა ამ დილის, სამშაბათის, ოთხშაბათის და ხუთშაბათის ჩათვლით, სამ დღიანი ტრაური გამოაცხადა.
ვიცე პრემიერის ბულენთ არინჯის განცხადებით ამით, მიზნად ისახავენ თურქი ხალხის, პალესტინელ ხალხთან სოლიდარობის დემონსრტრირებას. ჰუმანიტარული დახმარებისთვის კი უკვე დაიწყო მუშაობა.
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA, პალესტინის საკოორდინაციო ოფისის მეშვეობით პირველ ეტაპში მოახდენს პალესტინისთვის მილიონი დოლარის საკვები პროდუქტების და სამედიცინო დახმარების მიწოდებას.
კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველომ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პალესტინის ოფისს გაუწია მილიონ ნახევარი დოლარის დახმარება-თქვა არინჯმა.
ისიც აღნიშნა, რომ სასწრაფო ვითარების სამუშაოების ფარგლებში წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა 2 ათასი ოჯახისთვის კვების პროდუქტების მისაწოდებლად.
გააგრძელებენ დიპლომატიურ მცდელობებს ისრაელის თავდასხმის შესაჩერებლად.
სისტემატიური კონტაქტები აქვთ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ ერდოღანს და საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ დავუთოღლის-თქვა ვიცე პრემიერმა ბულენთ არინჯმა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები