პრეზიდენტობის კანდიდატი და პრემიერი რ. თ. ერდოღანი საარჩევნო კამ

132226
პრეზიდენტობის კანდიდატი და პრემიერი რ. თ. ერდოღანი საარჩევნო კამ


პრეზიდენტობის კანდიდატი და პრემიერი რ. თ. ერდოღანი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს, რის ფარგლებშიც გუშინ იგი ამომრჩევლებს საქარიასა და სტამბოლში შეხვდა.

საქარიაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ოპოზიციონერული პარტიები გააკრიტიკა და დასძინა, რომ ოპოზიცია ახალი ალიანსის შექმნით დაძაბულობისა და პოლარიზაციის გამძაფრების პოლიტიკას ატარებს.

იგი თურქეთში თავშეფარებული სირიელი ლტოლვილების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა დაჩაგრული ხალხის გვერდით იქნება.

მიტინგის შემდეგ რ. თ. ერდოღანი სტამბოლში გაემგზავრა, სადაც სტამბოლის მეგობრობის ასოციაციის მიერ გამართულ იფთარის ვახშამს დაესწრო. მან ღაზაზე მიმდინარე თავდასხმებზე ისაუბრა და დაამატა, რომ ყოველთვის პალესტინის გვერდით და ახლო აღმოსავლეთის ჩაგრული ხალხის ხმა იქნებიან.

პრემიერმა ასევე ისაუბრა 10 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებზე და დასძინა, რომ ეს თარიღი თურქეთის მომავლისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებზე მოხდება ძველ და ახალ თურქეთს შორის არჩევანის გაკეთება და იმედი გამოთქვა, რომ ახალი თურქეთი და ნათელი მომავალი გაიმარჯვებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები