ერდოღანსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

117751
ერდოღანსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

 თურქეთის პრემიერმინისტრი რ. თ. ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ერაყისა და სირიის თემები განიხილეს. 

პრემიერის პრესცენტრის ინფორმაციით, ერდოღანმა და ბაიდენმა ერაყის თაოსნობით რეგიონალურ პრობლემებზე ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
ბაიდენმა თურქეთის პრემიერს რამაზანის დადგომა მიულოცა და კმაყოფილება გამოთქვა ერაყში თურქი მძღოლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

თურქეთის პრემიერმინისტრმა და ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ერაყსა და სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთისა და ამერიკის ერთობლივ მუშაობაზე გაამახვილეს ყურადღება და შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე მომავალშიც მჭიდრო კონტაქტები ექნებათ.

ერდოღანსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 35 წუთი გაგრძელდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები