გიულმა ხელი მოაწერა მეხუთე სასამართლო პაკეტს

იგი უფრო მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს

109796
გიულმა ხელი მოაწერა მეხუთე სასამართლო პაკეტს



თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით აბდულლაჰ გიულმა ხელი მოაწერა ე.წ. მეხუთე სასამართლო პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს და მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში.

ასე მაგალითად, ეროინის დამზადების მიზნით კანაფის დამთესი პირი ამიერიდან 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, როცა აქამდე მხოლოდ 1 წლიდან 7 წლამდე სასჯელს ითვალისწინებდა.

ახალი კანონი დაჩქარებულ პროცესს ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციული სასამართლოსათვის, ასევე ტენდერების და პრივატიზაციის საკითხებშიც, ხოლო ამასთან ერთად რეგიონალური სასამართლოების მხრიდან გამოტანილი განაჩენიც დაექვემდებარება უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრებას.

ამავე პაკეტით სისხლის სამართლის სასამართლოები გაუქმდება და მათი მოვალეობა დაეკისრება პირველადი ინსტანციის სასამართლოებს.

ეს ახალი პაკეტი ძალაში შევა მისი ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები