მე-5 სასამართლო პაკეტიც მიღებულია

იგი გაზრდილ სასჯელებს და ფულად ჯარიმებს ითვალისწინებს

99035
მე-5 სასამართლო პაკეტიც მიღებულია



თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გუშინდელ გენერალურ სესიაზე ხმის უმრავლესობით იქნა მიღებული ახალი, რიგით მე-5 სასამართლო პაკეტი, რომელიც ბავშვთა ექსპლოატაციისათვის და სხვა მსგავსი სამართალდარღვევებისათვის დამძიმებულ სასჯელებს და გაზრდილ ჯარიმებს ითვალისწინებს.

ასე მაგალითად, სხვისი სხეულის ხელშეუხებლობის დამრღვევს ამ ახალი კანონით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესჯება, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის განმხორციელებელს 8 წლიდან 15 წლამდე პატიმრობა მიესჯება.

ამავე პაკეტით ჯარიმები და სასჯელები გაეზარდათ როგორც ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამომყენებლებს და მათი ექსპორტის, იმპორტისა და რეალიზაციის განმახორციელებლებს, ასევე კვალიფიციური ქურდობის, ბინის ხელშეუხებლობის დარღვევისა და ქურდობის ჩამდენებსაც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები