სლოვენიაში თურქმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს

სლოვენიაში თურქმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს

2017363
სლოვენიაში თურქმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს

სლოვენიაში თურქმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს

2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ზაფხულის ფესტივალზე (EYOF) ეროვნული ნაკრების ძიუდოისტმა ემირ სელიმ არიმ ოქროს, სინემ ორუჩმა ვერცხლის და იუსუფ იაზგანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ოსმან აშკინ ბაკმა ძიუდოისტებს გამარჯვება მიულოცა.

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ღონისძიების მესამე დღეს, თურქმა სპორტსმენმა ემირ სელიმ არიმ, რომელიც 81 კილოგრამი წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალში ქართველი გიორგი ბენდელიანი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქალთა შორის 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სინემ ორუჩი ფინალში ხორვატ იანა ცვიეტკოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მამაკაცებს შორის 73 კილოგრამში წონით კატეგორიაში იუსუფ იაზგანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი ირაკლი ქავთარაშვილი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 


საკვანძო სიტყვები: #სლოვენია , #ძიუდო

მსგავსი ინფორმაციები