მეორე ფინალისტი მანჩესტერ სიტი გახდა
მეორე ფინალისტი მანჩესტერ სიტი გახდა
1987848

გუშინ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საპასუხო მატჩი გაიმართა. ინგლისურმა კლუბმა მანჩესტერ სიტიმ, ესპანურ მადრიდის რეალს უმასპინძლა. მატჩი, სიტის გამარჯვებით 4-0 დასრულდა. ამ ორ კლუბს შორის გამართული პირველი შეხვედრა, ესპანეთში, ფრედ 1-1 იყო დასრულებული. გუშინდელი შედეგით კი მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტიც მანჩესტერ სიტი გახდა. ასე, რომ 10 ივნისს, შაბათს, სტამბოლში, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე გასამართ ფინალურ შეხვედრაში მანჩესტერ სიტი-ინტერი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.