ტრაბზონსპორი ბაზელს მასპინძლობს

მატჩი თურქეთის დროით 20:45 საათზე იწყება

1947104
ტრაბზონსპორი ბაზელს მასპინძლობს

დღეს, UEFA-ას კონფერენს ლიგის პლეი-ოფის ფარგლებში თურქეთის წარმომადგენელი, ტრაბზონსპორი შვეიცარიის წარმომადგენელ, ბაზელს მასპინძლობს. ტრაპზონში, შენოლ გუნეშის სპორტულ კომპლექსში გასამართი მატჩი, თურქეთის დროით 20:45 საათზე დაიწყება და იგი TV8-ის ეთერში პირდაპირ გაშუქდება.

მეორეს მხრივ, ტრაბზონსპორ-ბაზელის მატჩის სარეკლამო და კლუბის მთლიანი შემოსავალი, 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს გადაეცემა.

მატჩის წინ ბაზელის მთავარმა მწვრთნელმა  ჰეიკო ვოგელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ მისი ფეხბურთელები გოლს გაიტანენ ზედმეტი ემოციები არ გამოხატონ.  



მსგავსი ინფორმაციები