მერიჰ დემირალის კამპანიას მსოფლიო ვარსკვლავებიც შეუერთდნენ

ამ დროისათვის 8 მილიონ ლირის თანხა იქნა მოგროვებული

1946067
მერიჰ დემირალის კამპანიას მსოფლიო ვარსკვლავებიც შეუერთდნენ

იტალიის კლუბ ატალანტაში მოასპარეზე, თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მერიჰ დემირალიმ, თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. მერიჰ დეირალიმ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აუქციონზე გატანილი ქარიმ ბენზემას და ჰარი კეინის ხელმოწერილი მაისურები 1 მილიონ 250 ათას ლირად გაიყიდა. თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მიერ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების მიზნით დაწყებულ კამპანიას შეუერთდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰალანდი, კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა, ანტუან გრიზმანი და სხვები. ცნობილი ფეხბურთელების ხელმოწერილი მაისურები აუქციონზე გაიყიდა რა, შემოსული თანხა, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის გამოიყენება.

დემირალის თქმით, ამ დროისათვის 8 მილიონ ლირის თანხა იქნა მოგროვებული.  



მსგავსი ინფორმაციები