მხარდაჭერა უკრაინას

შევჩენკომ ლევანდოვსკის სპეციალური კაპიტნის სამკლავური გადასცა

1882746
მხარდაჭერა უკრაინას
Robert Lewandowski Shevchenko

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ რობერტ ლევანდოვსკის სპეციალური კაპიტნის სამკლავური გადასცა, რომელიც უკრაინის დროშის ფერებში არის გაფორმებული.

როგორც მოგეხსენებათ უკრაინა და პოლონეთი მეგობარი ქვეყნები არიან და სწორედ ამ მიზნით რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ ამ სამკლავურს მხარდაჭერის ნიშნად მოირგებს.

პოლონელმა სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი ამბობს: „მადლობა ანდრეი. სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა. ჩემთვის დიდი პატივია ვატარო ეს კაპიტნის სამკლავური, რომელიც მოიცავს უკრაინის ფერებს“.

მას შემდეგ რაც რუსეთმა, უკრაინაზე სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, პოლონელი ვარსკვლავი ხშირად გამოირჩეოდა უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებით. გასულ სეზონში მიუნხენის ბაიერნში ყოფნისას ლევანდოვსკიმ უკრაინას მხარდაჭერის მიზნით მოედანზე მსგავსი სამკლაურით გამოვიდა ფრანკფურტის აინტრახტის მატჩში.



მსგავსი ინფორმაციები